საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხვალიდან ახალი მკურნალი ექიმი ეყოლება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებიდან გამომდინარე შეიცვალა.

“ჩვენ რაც გვითრეს, მისი მკურნალი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებიდან გამომდინარე, ხვალ ახალი მკურნალი ექიმი დაენიშნება, რომელთან შეხვედრის შესაძლებლობაც მოგვეცემა”, – განაცხადა საბა ბრაჭველმა.