ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის შავშების მონაკვეთზე,
გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის ესკორტის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.