იტალიის პოპულარული ქალაქ ვენეციის ხელისუფლება გეგმავს, ერთი დღით ჩამოსული მოგზაურებისთვის გადასახადი დააწესოს.
მომზადებული, მაგრამ ჯერ დაუმტკიცებული წესების მიხედვით, ტურისტებს ვენეციაში მხოლოდ მას შემდეგ შეუშვებენ, რაც ისინი 5 ევროს ღირებულების ონლაინ-ბილეთებს დაჯავშნიან. საშვების გაყიდვის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, საპილოტე რეჟიმში, ექსპერიმენტის ტესტირება თებერვალში იგეგმება, როდესაც ქალაქში ტრადიციული კარნავალი გაიმართება.
მუნიციპალიტეტი პროექტის დასაწყებად უკვე მზადაა. ისტორიული ცენტრის შესასვლელებთან საგუშაგოები მოეწყო, პერიმეტრზე 500 ვიდეოსათვალთვალო კამერა დამონტაჟდა, რომელთა დახმარებით ისინი თვალყურს ადევნებენ დამსვენებლებს, რომლებმაც ქალაქი დროულად არ დატოვეს.
“მიზანია, ხელის შეშლაა ერთდღიანი ტურიზმისთვის, რომელიც ქალაქისთვის დამღლელი და სტრესულია და ამის ნაცვლად უფრო მნიშვნელოვანი ტურიზმის წახალისებაა“, – განმარტა ქალაქის მერის მოადგილემ, სიმონე ვენტურინიმ.