იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი Nina Georgiana სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, სადაც იგი ემიგრანტებს მიმართ და წერს

ყურადღებას გთხოვთ,მეგობრებო! ვეხმარებით უკრაინელ ბავშვებს!

პრატო, პისტოია, მონტეკატინი და ახლომდებარე ზონაში მცხოვრებო ჩემო თანამემამულენო, 18 მარტს პისტოიადან მიდის ჰუმანიტარული დახმარება! მინდა გაცნობოთ – გეძლევათ საშუალება, თქვენი მხარდაჭერა და გულისტკივილი მცირედი შემოწირულობის სახით გამოხატოთ უკრაინელი ბავშვების მიმართ და ეჭვიც არ მეპარება,რომ სანიმუშოები და ერთსულოვნები იქნებით.

საჭირო ნივთების ჩამონათვალი იხილეთ👇 ძირითადად მშრალი საკვები და თბილი წინდები,ქუდები.🇺🇦