იტალიაში, კუნძულ სიციალიაზე, აფეთქების შემდეგ ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან 3 ცხედარი ამოასვენეს.
გამოცემის ინფორმაციით, მაშველები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.ინფორმაციას ამის შესახებ WP ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 4-სართულიანი შენობა ერთ ოჯახს ეკუთვნოდა. მაშველებმა ხანდაზმული ქალი გადაარჩინეს. სახლში 9 ადამიანი ცხოვრობდა. შემთხვევისას, მათთან სტუმრად ორსული ქალი და მისი მეუღლე იყვნენ. ისინი ამ დრომდე არ უპოვიათ.
არსებული ინფორმაციით, ქალაქ რავანუზაში მდებარე შენობაში გაზის მილის აფეთქდა, რასაც ჯერ ხანძარი, შემდეგ კი შენობის ნგრევა მოჰყვა