შემთხვევა იტალიაში, ტრენტოში მოხდა. ბრაზილიელი “ბადანტე” ოჯახში, ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. მოხუცის ოჯახმა, იგი როგორც საკუთარი ოჯახის წევრი, ისე მიიღო. განგაში “ბადანტის” ბოლო სამუშაო დღის შემდეგ ატყდა. ადგილობრივმა პოლიციამ, სასწრაფოდ საქმის კურსში ჩააყენა, სამართალდამცველები ქვეყნის მასშტაბით.

მოხუცმა ქალბატონმა, რომელსაც ბრაზილიელი “ბადანტე” უვლიდა, დილით შეამჩნია, რომ ოქროს სამაჯური, რომელსაც მუდმივად ატარებდა, ადგილზე აღარ იყო. ქალმა მაშინვე დანარჩენი ოქროულის ძებნა დაიწყო, მაგრამ ადგილზე აღარაფერი დახვდა. ჯამში, 250 000 ევროს ღირებულების სამკაული იყო გამქრალი.

სტატია სრულად იხილეთ ლინკზე exclusive TV