BBC-ის ინფორმაციით, გვატემალას პოლიციამ მიტოვებული კონტეინერიდან 126 მიგრანტი გაათავისუფლა.
გემზე დასადები კონტეინერი გზის პირა, ქალაქებს – ნუევა კონსეპსიონესსა და კოკალესს შორის აღმოაჩინეს.
ხელისუფლების ცნობით, ისინი კონტრაბანდისტებმა მიატოვეს, რომლებსაც მიგრანტები მექსიკის გავლით აშშ-ში უნდა გადაეყვანათ.
პოლიციის ინფორმაციით, მიგრანტების უმეტესობა ჰაიტიდანაა, მათ პირველადი დახმარება გაუწიეს და გვატემალის მიგრაციის ინსტიტუტში განათავსეს, რის შემდეგაც ჰონდურასში გადაიყვანენ.