იტალიაში მოღვაწე ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი სოლომონ ნერგაძე სოციალურ ქსელში ეპიდემიასა და ვაქცინაციის პროცესზე წერს.
„გუშინ იტალიის მინისტრის ხმას მოვკარი ყური რადიოში. ორას სამოცი ათასი აიცრაო ერთ დღეში – გახარებული ამბობდა მინისტრი.
იტალიისთვის 260 ათასი საქართველოსთვის ნიშნავს დაახლოებით 26 ათასს… ყოჩაღ, ქალბატონო თ. თოფურია და ნ. გვარამია!
თქვენ იმარჯვებთ – საქართველოში არც პირბადეს ატარებენ და არც იცრებიან…. ჩვენი თანამემამულეები…
ახლა ახალი შტამი მოდის. თუ ხედავთ, საიდან? აფრიკიდან. რატომ აფრიკიდან?! იქ მოსახლეობის 10%-იც კი არაა აცრილი…
გაიგეთ, აცრის მოწინააღმდეგეებო?!… შტამმა მუტაცია ევროპაში კი არ განიცადა, სადაც მოსახლეობის 90%-მდე ორჯერაა აცრილი, არამედ აფრიკაში, სადაც მოსახლეობის 10%-იც კი არაა აცრილი…
ღმერთო, რა გაგვაჩინე ეს უტვინო ერი?!… მთელი ერის ჭკუა-გონება მხოლოდ ათიოდე პროცენტს და დანარჩენს ნული?!….“, – წერს სოლომონ ნერგაძე.