გერმანიაში, კორონავირუსის “დელტა” შტამის გავრცელების საფრთხის გამო, რუსეთიდან და პორტუგალიიდან ტურისტების შესვლა დროებით აიკრძალა.

გერმანიაში შესვლა ამ ორი ქვეყნიდან ნებადართულია მხოლოდ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის.

რუსეთიდან და პორტუგალიიდან გერმანიაში ჩასულ პირებს მკაცრი 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ეს წესი ასევე ვრცელდება სრულად ვაქცინირებულ პირებზეც.

გერმანია მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, სადაც “დელტა” შტამი ფართოდ ვრცელდება.