ევროპაში შესაძლოა Facebook და Instagram გაითიშოს. კომპანია Meta-ს განცხადებით, იმის გამო, რომ მათ ვერ მიაღწიეს მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, ევროპაში მისი პლატფორმების ​ მუშაობა საფრთხის ქვეშაა.

მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ევროპული კანონების მიხედვით, ევროპელი მომხმარებლების მონაცემები ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს. შესაბამისად, Meta-ს არ აქვს უფლება, რომ ის აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს.

Meta იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ახალი შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მთელი ევროპის მასშტაბით სერვისების გათიშვა მოუწევს.