თურქეთის პროვინციებში – ანტალიასა და მუღლაში დღეს, ძლიერმა ქარმა და წვიმამ ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარე უბნები დააზიანა.

დაიტბორა რამდენიმე შენობა და ქუჩა, შეფერხდა ავიარეისები.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთში ძლიერი წვიმა და ქარი რამდენჯერმე დაფიქსირდა.

ნოემბრის ბოლოს 4 ადამიანი დაიღუპა სტამბოლში ქარიშხლის შედეგად.