რამდენიმე წუთის წინ თბილისში, დიღმის მასივში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე ძლიერი აფეთქება მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირია.

„პრაიმთაიმის“ ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი.

აფეთქების შემდეგ სახლში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

დამატებით დეტალებს ვარკვევთ.