4 დეკემბერს, სანზონაში მოკლული 15 წლის მოზარდის, დავით კრავეიშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის ჩვენების მცირე ამონარიდიდან ირკვევა, რომ სანზონაში მომხდარ მკვლელობას წინ მოზარდებს შორის სხვა დაპირისპირება უძღოდა. დაკითხული არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ 4 დეკემბერს, როდესაც საქმის გასარჩევად მოკლული კრავეიშვილის მეგობარმა დაიბარა, ადგილზე მისულებს 15 სხვა მოზარდი დახვდათ. ჩვენების მიხედვით, ამის შემდეგ მათ ერთ-ერთის მამასთან დარეკეს, თუმცა ტელეფონზე საუბარი შეხვედრის ინიციატორმა მოზარდმა არ ისურვა.

აღნიშნული ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ ბრალდებულებს უნდოდათ გაქცევა, თუმცა ყველა გასაქცევი გზა მათ გადაუღობეს.

დაკავებულების ადვოკატები ითხოვენ, რომ ბრალი შეხვედრის ინიციატორსაც წარედგინოს. საუბარია, სავარაუდოდ, იმ მოზარდზე, ვის გამოც ჩხუბი დაიწყო.

მკვლელბაში ბრალდებულის ოჯახი ამბობს, რომ არასრულწლოვანი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა საქმეში დევს აღიარებითი ჩვენება, მაგრამ ორივე ირწმუნება, რომ მოზარდებისგან თავს იცავდნენ.

ასევე, შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მოზარდი ჩვენებაში ამბობს, რომ ის 6 თვის წინ მომხდარი ინციდენტის გამო საქმის გასარჩევად დაიბარეს.მისი თქმით, გარჩევა ჰუდის გამო დაიწყო, თუმცა საბოლოოდ რა დროს და რა მიზეზით დაარტყეს დანა 15 წლის დათო კრავეიშვილს უცნობია.

გაიხსნა ავეჯის სახლი “ბელმონტე” თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თურქული ავეჯი გვეწვიეთ მისამართზე ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 41თ თუ გსურთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი

“შეხვედრის ინიციატორმა მითხრა, რომ ჩემი მეზობელი იყო მისი შეყვარებული და მე და ჩემმა მეგობარმა მას ზაფხულში ჰუდი წავართვით”, – წერია ჩვენებაში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს ამ დაპირისპირებაში ბრალი არ მიუძღის. ის შეხვედრის ინიციატორ მეგობარს გარჩევაზე სხვა 15-მდე მოზარდთან ერთად ახლდა.