დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის რეკომანდაციით, შეზღუდვები სკოლებს უნდა შეეხოს ბოლოს და სკოლები უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე, ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის დროს საგრძნობლად დაზარალდა როგორც ადამიანების ჯანმრთელობა, ისე ეკონომიკა. ამასთან, მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა სკოლამ და განათლების სისტემამ.
„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იყო სერიოზული ანალიზი გაკეთებული სკოლებთან მიმართებით… რამდენია დღეს ონლაინრეჟიმზე – ძალიან პატარაა ეს პროცენტი. აქედან გამომდინარე, ჩაითვალა საჭიროდ ჯერ ისევ დაკვირვება სკოლებთან მიმართებით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იყო სერიოზული ანალიზი გაკეთებული სკოლებთან მიმართებით… რამდენია დღეს ონლაინრეჟიმზე – ძალიან პატარაა ეს პროცენტი. აქედან გამომდინარე, ჩაითვალა საჭიროდ ჯერ ისევ დაკვირვება სკოლებთან მიმართებით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.”
ქვეყნის მავარმა ეპიდემიოლოგმა უნივერსიტეტებში არსებულ სიტუაციაზეც გაამახვილა ყურადღება. „რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტი გახლავთ ავტონომიური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თავად იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლევთ. ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის იყო, რომ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ყოფილიყვნენ აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველო ებრძვის კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას, რომელიც გამოწვეულია „ომიკრონის“ ახალი შტამით, ის ქვეყანაში გასული წლის ბოლოს – 20 დეკემბერს გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ქვეყანაში „ომიკრონი“ უკვე დომინანტი გახდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 15.762-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.075.154-ს მიაღწია.