საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ახალ სკანდალში ეხვევა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ქართველი ბიზნესმენი, ირაკლი კაჭარავა ფულის გამოძალვასა და კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.
მისი მტკიცებით, თავის დროზე ბასილაშვილის კარიერაში დიდი ოდენობით თანხები ჩადო, იმ მიზნით, რომ მოგების პროცენტს მიიღებდა. კეროდ, ბასილაშვილს მისთვის ტურნირებზე გამომუშავებული საპრიზო თანხებიდან გარკვეული სახის შემოსავალი უნდა გადაეხადა, თუმცა ბიზნესმენ კაჭარავას მტკიცებით, ჩემპიონმა პირობა არ შეასრულა.
ბიზნესმენის ადვოკატების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი მსიოფლიოს 50 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდებოდა, მას მოგებული ტურნირების საპრიზო თანხებიდან 30 % უნდა მიღო, ასევე ეკუთვნოდა საპროცენტო წილი ბასილაშვილის სარეკლამო საქმიანობიდან.
ბიზნესმენის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ კაჭარავა ბასილაშვილს 2015 წლიდან აფინანსებდა. მათივე ცნობით, ჩოგბურთელი 2017 წლიდან კონტრაქტის პირობებს უხეშად არღვევს. ადვოკატების თქმით, ბასილაშვილმა უარი გაანცხადა მოლაპარაკებებზე, რის შემდეგაც კაჭარავამ სასამართლოს მიმართა.