სოციალურ ქსელ ფეისბუქში Natalia Biance აქვეყნებს პოსტს, სადაც იგი განმარტავს ბადანტეების,ძიძების და კოლფებისთვის სავალდებულო გრინპასის შესახებ ძალაში შესულ კანონს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე emigrantebi.ge -ი უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს.
მოგესალმებით იტალიის ემიგრანტებო❗🇮🇹 დღეიდან 15/10/2021 ძალაში შევიდა კანონი ბადანტეების,ძიძების და კოლფებისთვის სავალდებულო გრინპასის შესახებ ❗
👉შეზღუდვა არ ეხება❗🇮🇹
✅შიდა საქალაქო ტრანსპორტს (მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი) ანუ თუ არ გადიხართ რეგიონიდან ან ქალაქიდან❗
✅სუპერმარკეტებს და მაღაზიებს❗
✅ასევე აფთიაქებს და სახელმწიფო დაწესებულებებს,სადაც საბუთებთან დაკავშირებით მიდიხართ❗🇮🇹
👉გრინპასის აღების სამი გზა არსებობს:
1) უახლოეს პერიოდში ვინც გადაიტანა კოვიდი შეუძლია ოჯახის ექიმთან მისვლა და 6 თვიანი გრინპასის აღება(ტესტების პოზიტიური და ნეგატიური პასუხების საფუძველზე).
2)შესაძლებელია ასევე გრინპასის აღება სწრაფი (48 საათიანი) ტესტების უარყოფითი პასუხის საფუძველზე და უპრობლემოდ მუშაობა და გადაადგილება ნებისმიერ ქალაქში და რეგიონში, ნებისმიერი ტრანსპორტის გამოყენებით ტესტის გაკეთებიდან 48 საათის განმავლობაში ❗
3)ვაქცინის გაკეთება და გრინპასის აღება.
ყურადღება ❗❗❗🇮🇹
ვინც გადაწყვიტა რომ ტესტების უარყოფითი პასუხით იმუშაოს მათ საყურადღებოდ ვწერ:
✅დიდ ქალაქებში მეტროებთან უფასოდ აკეთებს ტესტებს იტალიის წითელი ჯვარი ❗🇮🇹
✅ასევე, აფთიაქში თუ მთელი თვის ტესტებს შეუკვეთავთ და აიღებთ აბონიმენტს ,გიკეთებენ ფასდაკლებას და მთელი თვის ტესტებს გაიკეთებთ 100 ევროში❗🇮🇹
✅და კიდევ,ვისაც ცხვირის ღრუდან ნაცხის აღებაზე გაქვთ პრობლემა,არსებობს სწრაფი ტესტის გაკეთების საშუალება პირის ღრუდან და ამ ტესტების პასუხებსაც აქვს გრინპასის ძალა 48 საათის განმავლობაში ❗🇮🇹 იხილეთ ფოტო 👇👇👇👇👇👇👇👇👇👇
წყარო www.facebook.com