დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში უკრაინიდან ომს გამოქცეული ოჯახები, ბავშვებთან ერთად ღამეებს მანქანებში ათევდნენ და მათ დახმარებას არავინ სთავაზობდა. როგორც შემდგომ გაირკვა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სხვადასხვა დაწესებულებებმა, პარტიებმა თუ საქველმოქმედო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც ტურიზმის დეპარტამენტმა მათ დახმარება შესთავაზეს, თუმცა ოჯახი არც ერთ შეთავაზებას არ დათანხმდა.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თინათინ ზოიძე ამბობს, ამ ოჯახს დეპარტამენტისთვის არ მიუმართავს.

მისივე თქმით, ჯგუფს თავადვე დაუკავშირდნენ და ქობულეთში განთავსება შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადეს და თქვეს, რომ მათთვის პრიორიტეტი დედაქალაქია.

ჩვენ მათ შევთავაზეთ სამი ვერსია, ერთი ნახეს და არ მოეწონათ, მეორე საერთოდ არ განიხილეს, მესამე ნახეს და პატარა იყო“ – განაცხადა ნათიამ თანდაშვილმა.

არსებული ინფორმაციით არც ერთ უკრაინელ ლტოლვილს შეთავაზება არ დაუწუნებია, ისინი საერთო საცხოვრებელზეც თანახმა იყვნენ. ბოშათა თემის მოლდაველმა წარმომადგენლებმა უკრაინიდან კი, არც ერთი შეთავაზება არ მიიღეს და პარტიის ოფისთან ძვირად ღირებული მანქანებით მივიდნენ.

დადასტურებული ინფორმაციით, 23 პირისგან შემდგარი ჯგუფი, წარმოადგენდა ბოშების თემს მოლდოვეთიდან. ისინი გადაადგილდებოდნენ ძვირად ღირებული მანქანებით, პორშე კაიენით, პრადოს ჯიპებით და არ სასჭიროებდნენ დახმარებას.

ფონდი „საიმედოს“ ხელმძღვანელი ნათია თანდაშვილი ამბობს, რომ  ეს ოჯახი კომფორტის უმაღლეს დონეს ითხოვდა.

ჩვენ მათ შევთავაზეთ სამი ვერსია, ერთი ნახეს და არ მოეწონათ, მეორე საერთოდ არ განიხილეს, მესამე ნახეს და პატარა იყო“ – განაცხადა ნათია თანდაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here