ვერძი
თავიდან გაიაზრეთ თქვენი მიზანი და დაფიქრდით სწორ სტრატეგიაზე, შეეცადეთ კი არ მიჰყვეთ სიტუაციას, არამე მოახერხოთ მისი მართვა, შეხედეთ ვითარებას მთლიანობაში სხვისი თვალით და ისე მოქმედეთ.

კურო
შედეგიანი იქნება მოლაპარაკებები. დღევანდელი თქვენი საუბრის მანერა, ინფორმაციის გადმოცემის უნარი სათანადო სიმაღლეზეა, ამიტომ ადვილად მოიპოვებთ ყველას მხარდაჭერას. მოიგებთ პარტნიორთა გულებს და აიმაღლებთ ავტორიტეტს.

ტყუპები
არ შეუშინდეთ წინააღდეგობებს და ხელი არ ჩაიქნიოთ თქვენს ჩანაფიქრზე, მოუხედავად კონკურენტების გამძაფრებული აქტიურობისა განაგრძეთ თქვენი გზა, გჯეროდეთ თქვენი თავის და გამარჯვება აუცილებლად მოვა.

კირჩხიბი
სიზამრაცე ხელს შეგიშლით დაგეგმილი საქმეების ნორმალურად შესრულებაში. ბიძგის გარეშე გაგიჭირდებათ მობილიზება და დავალებების შესრულება, მაგრამ თუ რაიმე საინტერესო იპოვნეთ სწრაფად მოახერხებთ მწყობრში ჩადგომას.

ლომი
თქვენი აქტიურობა და ენერგია დღეს არ არის სათანადო დონეზე, შესაძლოა პასიურობით რაიმე მნიშვნელოვანი გამოგეპაროთ, მაგრამ თუ საქმეს გულს დაუდებთ და თავს ხელში აიყვანთ, საინტერესო შედეგებს მიიღებთ.

ქალწული
თავი დაანებეთ ღრუბლებში ფრენას და მიწაზე დაეშვით, თვალი მიადევნეთ ცვალებად ვითარებას და გარშემომყოფთა რეაქციებს, თუ არ კონცენტრირდებით საქმეზე, შეცდომებს დაუშვებთ და ძალიან ინანებთ მომავალში, ხელიდან გაშვებულ შანსებზე.

სასწორი
დაბნეულობამ ან ყურადღების მოდუნებამ შესაძლოა დღის ჩვეულ რიტმს მოგწყვიტოთ, ამიტომ გადააკონტროლეთ ყველა შესრულებული დავალება, რათა დროულად შეამჩნიოთ შეცდომები და მიიღოთ ზომები მათ გამოსასწორებლად.

მორიელი
თამამად გასწიეთ მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე. დღეს კარგად მოაგვარებთ რთულ საკითხებს და მონახავთ კომპორმისის გზებს. შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ურთიერთობები ახლობლებთან და მეგობრებთან.

მშვილდოსანი
ნუ დარჩებით მხოლოდ საკუთარი ძალებისა და გამოცდილების იმედად, სასურველია საჭირო დროს მიმართოთ უფრო გამოცდილ პროფესიონალებს, მათი გამოცდილების გათვალისწინებით და კავშირებით თავიდან აიცილებთ სერიოზულ შეცდომებს.

თხის რქა
ლიდერული თვისბების გამოვლენითა და შეუპოვარი მოქედებით დიდ შფოთს შეიტანთ გარემოში და გაააქტიურებთ არაკეთილმოსურნეებს. თუ გონივრულად მოიქცევით შანსი გექნებათ თავიდან აიცილოთ მოშურნეებსა და კონკურენტებთან დაპირისპირება.

მერწყული
შესაძლოა თქვენს გარშემო ხდებოდეს ისეთი რამ, რაც თქვენ არ იცით, ან ყველაფერი არ იცოდეთ მიღებულ დავალებაზე. ნუ აჰყვებით ემოციებს, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ხელთ არსებულ ინფორამციაზე და იმოქმედეთ.

თევზები
შესაძლოა ფიქრების ტყვეობაში აღმოჩნდეთ, ასევე აზრთა დაპირისპირებამ იჩინოს თავი, ხან თავდაჭერას შეეცდებით, ხან ფეთქებად განწყობას აჰყვებით. იყავით მოზომილი და მშვიდობიანად გაარკვიეთ სხვებთან უთანხმოებები.