იტალიის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები
კოვიდვაქცინით შესვლის პირობები
იტალიის რესპუბლიკაში შესასვლელად კოვიდ-ვაქცინირებულთათვის არ მოქმედებს განსხავებული წესი.
კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები საქართველოს მოქალაქის იტალიაში ტურისტული მიზნით მგზავრობა არ არის დაშვებული.
საქართველო იმყოფება E კატეგორიის სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან იტალიაში მიმავალი მგზავრი, დასაბუთებული მიზეზის გარეშე, ვერ შევა იტალიის ტერიტორიაზე.
დასაბუთებული მიზეზი შეიძლება იყოს:
- სამუშაო;
- მკურნალობა ან სწავლა;
- გადაუდებელი აუცილებლობა;
- სამშობლოში ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. (იტალიის მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი)
მოგზაურობის მიზანი უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით.
– ქვეყანა იტოვებს უფლებას, ადგილზე განიხილოს შესვლის საფუძვლები და არ დაუშვას პირი თავის ტერიტორიაზე, თუ არ იგი დააკმაყოფილებს შესვლის პირობებს.
– ასევე იტალიაში შესვლის უფლება აქვს პირს, ვინც ითვლება იტალიის მოქალაქის ან მუდმივი ბინადრობის მქონე პირის პირდაპირ ოჯახის წევრად.
– გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ასევე იტალიის მოქალაქის ან მუდმივი მობინადრის პარტნიორის (გრძელვადიან ურთიერთობაში მყოფი პირის) შესვლა იტალიის ტერიტორიაზე.
იზოლაცია/კარანტინი
საქართველოდან შესვლის შემთხვევაში სავალდებულოდ რჩება 10 დღიანი თვითიზოლაცია. თვითიზოლაციის ხარჯს მოქალაქე თავად ფარავს. მოქალაქე თავად ირჩევს სად გაატარებს თვითიზოლაციის პერიოდს და ამისათვის სახელმწიფოს მხრიდან არ არის გამოყოფილი სპეციალური ადგილი.
თვითიზოლაციის ვალდებულება რამდენიმე გამონაკლისს უშვებს, მათ შორის:
- სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების;
- იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის (120 სთ-მდე);
- ჯანმრთელობასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტის;
- აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის.
ტესტის წარდგენის ვალდებულება
– საქართველოდან მიმავალი მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.
– PCR ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულოა 2 წლის ასაკიდან.
– იტალიის ტერიტორიაზე PCR ტესტის საფასურია 50-60 ევრო.
ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა
საქართველოდან მიმავალი მგზავრებისთვის, იტალიის ტერიტორიაზე სატრანზიტო მგზავრობა დაშვებულია ზემოთ მითითებული გამონაკლისი კატეგორიისთვის და ასევე, თუ პირი არ ტოვებს აეროპორტის სატრანზიტო ზონას. ტრანზიტზე PCR ტესტის პასუხი არ არის სავალდებულო.
სტუდენტების შესვლა
საქართველოდან მიმავალი სტუდენტი ვალდებულია წარადგინოს საზღვარზე შესაბამისი კატეგორიის ვიზა ან ბინადრობის მოწმობა. ასევე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი. სტუდენტების კატეგორია ექვემდებარება 10 დღიან თვითიზოლაციას.
წინასწარი რეგისტრაცია
E კატეგორიაში შემავალი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან იტალიაში შესვლის/დაბრუნებისას აუცილებელია დეკლარაციის შევსება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესვლის/დაბრუნების მიზეზი და თვითიზოლაციის მისამართი. იტალიის ტერიტორიაზე საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ კერძო ტრანსპორტით.
შესავსებ ფორმას მოქალაქეს გამგზავრებამდე გადასცემს ავიაკომპანია.
ყველა მგზავრისათვის სავალდებულოა ელექტრონული ფორმის წინასწარ შევსება, ამ ბმულზე;
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:
ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.
სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
განახლებულია 01.11.2021 წელს