ვერძი
განიმტკიცეთ პოზიციები, ნუ დანებდებით, ნუ გაუშვებთ ამ დღის მიერ ბოძებულ შანსებს ხელიდან. იყავით მადლიერი ყოველი ადამიანის, ვინც მხარს გიჭერთ ან თქვენს მოტივაციას ცდილობთ. შესაძლოა გაუმჯობესდეს ფინანსური მდგომარეობა.

კურო
ეცადეთ თქვენი გონებისა და ენერგიის კონცენტრაცია ერთ კონკრეტულ საკითხზე მიმართოთ. დღეს სჯობს ბოლომდე შეინარჩუნოთ თქვენი პრინციპები. იფიქრეთ თქვენი ბიზნესის განვითარებაზე.

ტყუპები
რთული, მაგრამ პროდუქტიული დღეა. ნებისმიერი საქმის განხორციელებამდე სწორად განსაზღვრეთ საჭირო დრო და რესურსი და დაუყოვნებლივ გადადით მოქმედებაზე, ნუ დაკარგავთ ბევრ დროს დეტალების გაანალიზებაზე.

კირჩხიბი
მიენდეთ ინტუიციას და შეგრძნებებს, გარშემომყოფების მიმართ მეტად ლმობიერი და კეთილგანყობილი იყავით. აკონტროლეთ სიტყვები და ემოციები რათა არ გაართულოთ ურთიერთობა თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან.

ლომი
გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ნუ დაღონდებით ყველაფერი შესაძლოა იმაზე კარგად განვითარდეს ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ქალწული
მიიღეთ სიამოვნება ყველაფრისგან რასაც აკეთებთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ, ბედნიერება დეტალებშია. საქმიანობაში მეტად დაკვირვებული იყავით, შეინარჩუნეთ ზომიერება და ემოციური ბალანსი.

სასწორი
მშვენიერი დღეა, კარგი შესაძლებლობა გექნებათ საკუთარი პოტენციალისა და უნარების გამოსავლენად. შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც. რაც შეეხება პირად საკითხებს, სჯობს ურთიერთობა საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე გაარკვიოთ.

მორიელი
ეცადეთ მეტი ყურადღება და სითბო გამოიჩინოთ საყვარელი ადამიანებისადმი, აი საქმიანი სფერო კი მშვენივრად წარიმართება, თქვენი გამჭრიახობისა და დეტალებზე ორიენტირებულობის წყალობით.

მშვილდოსანი
შესაძლოა შფოთი დაგეუფლოთ, თუმცა არ მისცეთ ნეგატიურ განწყობას თქვენი მართვის საშუალებას. პროფესიულ საკითხებში სირთულეების შემთხვევაში სჯობს გამოცდილ, სტატუსით უფრო მაღალ ადამიანებს მიმართოთ.

თხის რქა
ნუ შეუშინდებით წინაღობებს, ყველაფერი თქვენს უნარებსა და სიმტკიცეზე სასიკეთოდ აისახება. ოპტიმისტური განწყობითა და ინიციატივის საკუთარ თავზე აღებით ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით.

მერწყული
ცვლილებების დღეა, იყავით მზადყოფნაში და მიენდეთ სამყაროს, საკუთარ ხელში აიღეთ მართვის სადავეები და სანამ მოქმედებაზე გადახვალთ რჩევისთვის კომპეტენტურ ადამიანებს მიმართეთ.

თევზები
შესაძლოა თანამშრომლებთან გარკვეულმა დაძაბულობამ იჩინოს თავი, გამოიჩინეთ დიპლომატია, ამგვარად უფრო მარტივად შეძლებთ სიტუაციის დალაგებას. პირად ურთიერთობებს რაც შეეხება, ნუ მოიტყუებთ თავს, თვალი გაუსწორეთ რეალობას.