ვერძი
ამ დღეს რამდენიმე საინტერესო შეხვედრა და ბედის უეცარი შემობრუნება გელით. ხელსაყრელი დღეა სიყვარულისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის.

კურო
სავარაუდოდ, მთელ დღეს პროფესიულ საქმიანობას დაუთმობთ. რამდენიმე პატარა შეცდომა გაიძულებთ, მთლიანად სამუშაოში ჩაეფლოთ. შექმნილი პრობლემები თქვენგან განსაკუთრებულ ძალისხმევას, არასტანდარტულ აზროვნებასა და არაორდინარულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. თუ გსურთ, რომ თქვენმა შრომამ ფუჭად არ ჩაიაროს, კარგად შეიმუშავეთ მოქმედების გეგმა და გათვალეთ ყოველი ნაბიჯი. უარს ნუ იტყვით თანამშრომლებისა და გავლენიანი ადამიანების დახმარებაზე.

ტყუპები
სასიყვარულო საქმეებში წარმატება გელით. მამაკაცებს მეგობრებთან მცირეოდენი გაუგებრობა შეექმნებათ. გაფრთხილებთ, ყურადღებით იყავით და დაუფიქრებლად ნურაფერს იტყვით. ქალებს ახალი ნაცნობობისგან თავის შეკავებას ვურჩევთ. ამჟამად ამისთვის შეუფერებელი პერიოდია. მოიწყვეთ პატარა დღესასწაული. ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.

კირჩხიბი
შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემა შეგექმნათ. გამორიცხული არაა, რომ ეს უბრალო გაციება იყოს. ეცადეთ, სახლში დარჩეთ და ცხელი სასმელები მიიღოთ.

ლომი
ხელსაყრელი დღეა სიყვარულისთვის, ოჯახური ურთიერთობებისა და ბავშვებზე ზრუნვისთვის. გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს მამაკაცებმა ის მეორე ნახევარი იპოვონ, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებენ. ქალებს ვურჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება დაუთმონ, რომ არ გაანაწყენონ.

ქალწული
შესანიშნავი დღეა სიყვარულისთვის. თქვენი კავშირი იმდენად ჰარმონიულია, რომ ბედნიერებისთვის არავინ გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემამ შეგაწუხოთ. შესაძლოა, ეს დაღლილობა ან მსუბუქი თავის ტკივილი იყოს. ერიდეთ ცეცხლსა და სპირტიან სასმელებს.

სასწორი
დიპლომატიურობის წყალობით არაკეთილმოსურნეთა მაქინაციებს ადვილად გაუმკლავდებით. ქალებს ვურჩევთ, ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავონ. სასიამოვნო გარემოში თავს მშვიდად და ბედნიერად იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება დაღლილობამ და მსუბუქმა თავის ტკივილმა შეგაწუხოთ.

მორიელი
ხელსაყრელი დღეა ახალი კონტაქტებისთვის, მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებებისთვის. გამორიცხული არაა, ისეთ ადამიანთან გააბათ მეგობრობა, ვისთანაც ადრე ურთიერთობას ვერ ახერხებდით. ამ დღეს უსიამოვნებებს ახლობლებისა და მეგობრების დახმარებით გაუმკლავდებით. გახსოვდეთ, ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ.

მშვილდოსანი
ამ დღეს შესაძლოა, გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობა აღდგეს. პროფესიულ მოღვაწეობაში მოსალოდნელია შეცდომები. ბედი უსიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ – კოლეგებთან ან უფროსთან კონფლიქტი გელით, თუმცა უსიამოვნო სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლას შეძლებთ. სავარაუდოდ, ამის შემდეგ შრომით კოლექტივში თქვენი ავტორიტეტი უფრო ამაღლდება.

თხის რქა
ერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას, ერთობლივ პროექტებსა და კომერციულ გარიგებებს. ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა, მეტიც, მოსალოდნელია ფინანსური ზარალი. მეტი წინდახედულება და სიფრთხილე გმართებთ. არსებობს კარიერული დაქვეითების საფრთხე.

მერწყული
კრიტიკული დღეა. არსებობს ტრავმისა და ავადმყოფობის საფრთხე, რომელსაც ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანის მიმართ. გაითვალისწინეთ, რომ უთანხმოება შეიძლება ურთიერთობის სრული გაწყვეტით დასრულდეს.

თევზები
ამჟამად თქვენი ორგანიზმის სასიცოცხლო ძალები შესუსტებულია. შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. სავარაუდოდ, ეს უბრალო გაციება იქნება. სასურველია, მასაჟი და წყლის პროცედურები ჩაიტაროთ.