ვერძი
შესაძლოა მიიღოთ არასწორი ინფორმაცია, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ კარგად გადაამოწმეთ და შემდეგ მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. მოაწესრიგეთ დაგროვილი საქმიანი ქაღალდები.

კურო
მეტად სასიკეთო იქნება გარემოს შეცვლა, თუ ეს ვერ მოხერხდება სასურველია ინტერიერი მაინც შეცვალოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის ასაკოვან წევრებს, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მემკვიდრეობის საკითხებიც.

ტყუპები
ურთიერთგამომრიცხავი სიტუაციების დღეა. შესაძლოა მაგალითის მიმცემი აღმოჩნდეთ სხვებისთვის, ან პირიქით ხელი შეუშალოთ გარშემომყოფებს თავის გეგმებში. თქვენი გადასაწყვეტია რას აირჩევთ.

კირჩხიბი
არ იზარმაცოთ და მეტად დახარჯეთ თქვენი ენერგია, რათა აგრესიამ და იმპულსურობამ არ იმძლავროს თქვენში. სასურველია გათავისუფლდეთ ნეგატიური ემოცებისგან. კარგია ლოცვა, წმენდა, მედიტაცია. განმარტოვდით გარკვეული დროით.

ლომი
შესაძლოა დღის განმავლობაში თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, მოერიდეთ სტრესულ საქმიანობას, მადლიერებით მიიღეთ მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი საქმეებს მოგვარებისას.

ქალწული
სასიკეთოა გულახდილი საუბარი პარტნიორებთან საერთო პრობლემებთან დაკავშირებით. ერთობლივი ძალებით შეძლებთ იპოვნოთ ოპტიმალური გამოსავალი არსებული კრიზიკული მდგომარეობიდან და თავისუფლად ამოისუნთქოთ.

სასწორი
დამატებითი შემოსავლების ალბათობა მატულობს, ამასთან ეს დღე არაერთი სასიამოვნო მოულოდნელობით გაგახარებთ. კარგი დღეა რაიმე ღირებული ნივთის შესაძენად. იყავით უფრო ინიციატივიანი.

მორიელი
კომუნიკაბელურობა და კარგი განწყობა დაგეხმარებათ მეტად სარგებლიანად გამოიყენოთ გავლენიან ადამიანებთან კონტაქტები და უფრო მრავალფეროვანი და წარმატებული გახადოთ თქვენი საქმიანობა.

მშვილდოსანი
თავი შეიკავეთ ინიციატივისა დაზედმეტი პასუხისმგებლობისგან, სჯობს დაკავდეთ ყოველდღიური წვრილმანი საქმეებით. კარგი დღეა ნათესავების, მეგობრების მოსანახულებლად, ასევე ურთიერთობების აღსადგენად.

თხის რქა
დროა დაფიქრდეთ იმ პროექტებზე, რომელიც ფაქტიურად არავითარ სარგებელს არ გაძლევთ. ნუ დაელოდებით უკეთეს დროს, უკეთეს ამინდს, დიდია ალბათობა მომავალში უფრო გართულდეს ყველაფერი.

მერწყული
დღეს ადვილად მიიღებთ მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერას. გაუგებრობები და პრობლემები წარსულში დარჩება. დაწრმუნებული იყავით, რომ თქვენი თავდაუზოგავი შრომა სათანადოდ დაფასდება და კარიერული აღმავლობაც გარანტირებული გექნებათ.

თევზები
წარმატებისთვის მეტი ტაქტიანობა და მოქნილობაა საჭირო, ამასთანავე ეცადეთ სიახლეები მოიძიოთ თქვენს პროფესიაში, ამგვარად თქვენი შრომა მეტად ეფექტურ შედეგებს გამოიღებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here