ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9442 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.9654 ლარი იყო.
შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0212 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0973 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.1181 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0208 ლარი შეადგინა.