ვერძი
გარდამტეხი მომეტი დადგა, უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები და ამავე დროს აწარმოოთ მოლაპარაკებები თქვენთვის მეტად მნიშვნელოვან ახალ წამოწყებაზე.

კურო
გაერიდეთ ხმაუროან სიტუაციებს და სახლში განმარტოვდით. სასურველია მეტი სიდინჯე და დაკვირვება გამოავლინოთ ახლო პერიოდში და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

ტყუპები
ადრე დადებულო ხელშეკრულებების გადახედვა და კორექტირება იქნება დღის წესრიგში. დაფიქრება გმართებთ პარტნიორული ურთიერთობების პერსპექტიულ განვითარებასა და საბოლოო შედეგებზეც.

კირჩხიბი
აქტიურად დაისვენეთ, თუ მოახერხებთ გადით ბუნებაში, თუმცა არ არის გამორიცხული მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი, რაც სრულიად შეცვლის თქვენს უახლოეს გეგმებს.

ლომი
ნუ დაარღვევთ კანონს და შესრულეთ თქვენი ვალდებულებები, იზრუნეთ და დაეხმარეთ ირგვლივმყოფებს, თქვენს ცხოვრებაში მალე სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს, თუმცა მიუხედავად ამისა ელოდეთ სიახლეებს.

ქალწული
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნუ გადაიღლებით, არის ტრავმებისა და ანთებითი პროცესების, ვირუსული დაავადებების განვითარების ალბათობა. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

სასწორი
დღეს შესაძლოა ახალგაცნობილ ადამიანებზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინოთ. ახალი ინტერესის სფერო გიჩნდებათ.სასიყვარულო სფეროში კი ახალი განცდები და სიახლეები გელით.

მორიელი
თქვენს საქმიანობაზე ახალი კავშირები დიდ გავლენას მოახდენს, შესაძლოა მეგობართან ან ახლო ადამიანთან ერთად მოიფიქროთ ყველასთვის საინტერესო საქმე და დაიწყოთ მისი რეალიზება.

მშვილდოსანი
იყავით ყურადღებით, შესაძლოა რაიმე პრობლემატურ საკითხში ჩაგითრიონ. ერიდეთ დაპირისპირებებს და ნუ მოინდომებთ სხვების საქმეებში ჩარევას. ახლა სხვების პასუხისმგებლობას ნუ იტვირთავთ.

თხის რქა
ახლო ურთიერთობებში დაძაბულობა მატულობს, სასურველია მშვიდი ტონით პირისპირ განიხილოთ პრობლემატური თემები და მოიძიოთ გამოსავალი კრიზისული სიტუაციიდან.

მერწყული
ურთიერთიბებში ცვლილებების დროა, არც განხეთქილებებია გამორიცხული, ან შესაძლოა სრულიად სხვა მიმართულება მისცეთ ძველ კავშირებს და სხვა საფეხურზე გადაიყვანოთ.

თევზები
დღეს ნათლად დაინახავთ იმას, თუ ვინაა მტერი და ვინ – მოყვარე, ვინ გიშლით ხელს წინსვლაში და ვინ პირიქით, შეეცადეთ გარშემო საჭირო ადამიანები შემოიკრიბოთ.