ლარის კურსი მკვეთრად შეიცვალა – რამდენი ლარი ღირს 1 აშშ დოლარი და ევრო
დღეს, 19:17 822
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც ხვალ 16 თებერვალს ამოქმედდება.
ახალი კურსის თანახმად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.0589-ით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0276 ლარს შეადგენს.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0754-ით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4348 ლარი გახდა.
ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან 0.0881-ით გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 4.1030 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით ლარი 0.0031- ით გაუფასურდა,, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 0.2219 ლარი გახდა