ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9687 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9506 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0181 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3594 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3622 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.