ვერძი დღეს ვერძების ყველაზე გულმოწყალე და მოქნილ წარმომადგენლებსაც კი შეიძლება გაუჭირდეთ წონასწორობის შენარჩუნება. უახლოეს პერიოდში შეცადეთ ნაკლები ტკივილი მიაყენოთ ახლობლებსა და კოლეგებს.
კურო მზე ახლა თქვენს საპირისპირო ნიშანში – მორიელში იმყოფება, ეს კი ნიშნავს, რომ ახლა თქვენი შემოქმედებითი აქტიურობის დრო არაა, გამოიჩინეთ ყურადღება ირგვლივმყოფთა და საერთოდ სამუშაოს მიმართ.
ტყუპები დღეს განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ პირად-სასიყვარულო ურთიერთობებში, მზად იყავით გარკვეული სირთულეებისთვის ურთიერთობებში, შესაძლოა პარტნიორის გვერდით თავი ზედმეტადაც კი იგრძნოთ.
კირჩხიბი თქვენი წინათგრძნობა და მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნარი გამძაფრებულია, რაც მთავარია თქვენ გესმით სამყაროსი, მეტი გულისყურით მოეკიდეთ ყველაფერს რაც ახლა თქვენს გარშემო ხდება.
ლომი სიფრთხილე გამოიჩინეთ კარიერულ საკითხებთან მიმართებაში, შესაძლოა ვიღაც შეეცადოს ინტრიგებითა და ჭორებით თქვენს ირგვლივ „წყალი აამღვრიოს“ და ფარულად დაგიპირისპირდეთ.
ქალწული სურვილი გექნებათ დამოუკიდებლად აკეთოთ ნებისმიერი საქმე, დღის მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, მიიღეთ ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები.
სასწორი გაუფრთხილდით თავს, ემოციური გადაღლილობა მეტად დააქვეითებს თქვენს გუნება-განწყობას, შესაძლოა მცირე კამათიც კონფლიქტში გადაიზარდოს. ნუ დაარღვევთ სიმშვიდესა და მყუდროებას ნურც ოჯახში და ნურც სამსახურში
მორიელი პოზიტიური განწყობა და ენთუზიაზმი ახალი ენერგიებით აგავსებთ, მატულობს იღბლიანობა, შესაბამისად ნებისმიერ სფეროში საქმეებს მარტივად გაართმევთ თავს.
მშვილდოსანი თქვენი ინტუიციისა და კარგი ალღოს დამსახურებით, იოლად შეძლებთ საჭიროების შემთხვევაში სასურველი მიმართულებით სიტუაციის შემობრუნებას.
თხის რქა კომუნიკაციებთან ყურადღება გამოიჩინეთ, რადგან დაუფიქრებელმა სიტყვამ შესაძლოა სირთულეები შექმნას და ახსნა-განმარტებები გახდეს საჭირო. სასურველის მისაღწევად ეცადეთ თქვენი აზრი საინტერესოდ გადმოსცეთ.
მერწყული სასურველია გაიღრმაოთ ცოდნა უცხო ენებში, რადგან ეს სამომავლოდ უფრო მეტად დაგეხმარებათ თქვენი პოტენციალის უფრო საინტერესოდ წარმოჩენასა და წინსვლაში.
თევზები შესაძლოა რაიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიგიწვიონ, მოერიდეთ სპონტანურ ქმედებას, სანამ სიტყვით გამოხვალთ კარგად დაალაგეთ თქვენი სათქმელი