ვულკან ეტნის მორიგი ამოფრქვევის გამო სიცილიის ქ. კატანიის აეროპორტი დაიკეტა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.

„შექმნილი ვითარდებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ ფუნქციონირება”, – ნათქვამია აეროპორტის სოციალურ ქსელების გვერდებზე. გაუქმებულ ან გადატანილ რეისებთან დაკავშირებით მგზავრებს ურჩევენ, შესაბამის ავიაკომპანიებს დაუკავშირდნენ.

თვითმფრინავები, რომლებიც კატანიაში უნდა დამჯდარიყო, პალერმოში ან სიცილიის სამხრეთში – კომიზოში გადაამისამართეს.