ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიფტის საფასური 20 თეთრამდე იზრდება. ფაქტს გლდანის მაჟორიტარი კოტე ზარნაძე ეხმაურება.

„სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ქსელსა და მეინსტრიმულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება ლიფტის საფასურის გაზრდა 20 თეთრამდე. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.

ლიფტის ტარიფი თბილისში არაა ფიქსირებული: კონკრეტული კორპუსის ბინათმესაკუთრე ამხანაგობა თავად ეძებს კომპანიას, რომელიც კორპუსის მოსახლეობას შესაბამის ტარიფს სთავაზობს, შემდეგ ფორმდება ხელშეკრულება ამხანაგობასა და ლიფტის კომპანიას შორის. აქ თბილისის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების არანაირი უფლებამოსილება არ აქვს, შესაბამისად, საკითხი ჩვენ პრეროგატივას ცდება“, – აცხადებს ზარნაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here