სიცილიაში ხმელთაშუა ზღვიდან შესულ ბორანზე 10 გარდაცვლილის გვამი იპოვეს. “ექიმები საზღვრებს გარეშე” ორგანიზაციის სანაოსნო გემით იტალიაში 200-მდე ადამიანი შევიდა, რომელიც რამდენიმე სამაშველო ოპერაციის დროს გადაარჩინეს.

მიგრანტები ორგანიზაციამ ძირითადად ლიბანიდან გადმოიყვანა. მათ 50 მილამდე მანძილი 13 საათში დაფარეს, რა დროსაც მასობრივი ჭყლეტა მოხდა. უჰაერობას რამდენიმე ადამიანმა ვერ გაუძლო და დაიღუპა.

ორგანიზაციამ “ექიმები საზღვრებს გარეშე” იტალიაში 186 მიგრანტი გადაიყვანა.