გარდაიცვალა იტალიაში… რეჯო კალაბრია, არქში… 😢😢😢😢
.. შეძრული ვარ ტრაგედიით. წერს სოციალურ ქსელში შოთა სიხარულიძე
ამ ქალაქში 50 წლის ქართველმა მომვლელმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,მეოთხე სართულიდან ვარდნას მოჰყვა სიკვდილი. ვწუხვარ ძალიან!
ადამიანებო, სიცოცხლე ვალია,მოგვცა გამჩენმა და გვითხრა,არ მიმატოვოთ და არ მიგატოვებთ! ჩვენ არ გვაქვს უფლება შევეხოთ სიცოცხლეს!შეგვიძლია გადავდგათ მთები, შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი,მაგრამ არ შეგვიძლია სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში და ადამიანებთან ყოფნა!!!
არ შეგვიძლია სტრესით დაუძლურებული, შრომით გამოჭმული ფსიქიკა დავიტოვოთ და არაფერი გავაკეთოთ მის დასახმარებლად!!!
არ შეიძლება არ ვითხოვოთ დახმარება და შველა შეიძლება ყველაფრის!!!
თქვენ ვერ ხედავთ გზას? დაგანახებთ სხვა! მაგ. მეორე ადამიანი, მოძღვარი, ექიმი….
იმ ოჯახებმა, საქართველოდან რომ გამოაცილეთ ემიგრაციაში თქვენი წევრები, ქვეყანა რომ დემობილიზებულია ეკონომიკურად თუ ყველა მხრივ, ვალები რომ გაქვთ და სახლს გიყიდით ბანკი, გამოიჩინეთ სიფრთხილე თქვენივე ახლობლების მოკითხვით, არათუ დაკვეთებით და ლანძღვა -გინებით, თუ რატომ ვერ მუშაობს, რატომ ვერ გიგზავნით,რატომ გაგეყიდათ სახლი…
ხვალ სახლი გექნებათ და ოჯახის წევრი აღარ გყავთ და შეეწირა რუტინას, რომლის მსხვერპლადაც აქციეთ!!! ადამიანებო, ვინც ხედავთ რომ ემიგრანტია და უჭირს,დარეკეთ მის ახლობლებთან, დარეკეთ მოძღვართან, მოკიდეთ ხელი და გაჰყევით ექიმთან-ხდება ისე, რომ თავად აღარ შეუძლია თავის სულსა და სხეულზე ზრუნვა და რა ქნას? ჩვენ რა მოგვეთხოვება ამ დროს? მერე გვიანია სინანული,როცა აღარ გვყავს და ემიგრაციაში წამოსულს სახვეწარი უხდება საფლავი თავის მიწაზე!
რამდენიმე გოგო ვიცი ჩვენს ქალაქში, ბინები აქვთ ნაქირავები და თვეობით მფარველობენ უფულოდ დარჩენილ უმუშევარ და შეჭირვებულ ემიგრანტებს! ჩვენს ქალაქში რამდენიმე ადამიანი ვიცი, ვაკანტურ სამუშაო ადგილებს უანგარიდ დააფრიალებენ სამუშაოს მაძიებელი ემიგრანტების სასარგებლოდ! ამ ქალაქს ჰყავს ბევრი გამოცდილი და წლობით მცხოვრები ქართველი, რომელთაც შეუძლიათ გვერდიდან არ მოგიცილონ,თუ კი გაიგებენ, რომ გიჭირს!ამ ქალაქში მზაობაშია რამდენიმე საქმის მწარმოებელი, რომელთა ნომრებიც უნდა გეწეროთ, რომ მიაკითხოთ როცა გიჭირთ! ქალაქს აქვს მოქნილი კანონმდებლობა ემიგრაციაში მყოფთა დასახმარებლად და არსებობს ემიგრანთა გვერდი ამ ქალაქის, სადაც ჩვენ ვწერთ და ვეხმარებით ერთმანეთს საჭიროებების გამო!
წაიკითხეთ და გააზიარეთ
არ ხართ მარტო!
ჩვენ ვართ თქვენთან!
დაგვირეკეთ!
მოგვწერეთ!
დაგაკავშირებთ საელჩოს,ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს,ჯანდაცვას ჩავრთავთ!
არ მოიკლათ თავი!
ახლა უკვე აღარაფერი არ შეგვიძლია გავაკეთოთ, როცა ჩვენი თანამემამულე მორგში წევს და ჩვენ თბილი საწოლის დატოვებაც კი გვიჭირს გათენების პირს!
და ბოლოს, ვაი,ქვეყანას,რომელსაც 300მეომარი მარტო ერთი ხეობიდან ჰყავდა,ბრძოლაში ხილულად მიუძღოდათ წმინდა გიორგი, მეტეხის ხიდზე ასიათასმა რწმენა და მამული რომ დაეცვა,სიცოცხლე გაწირა ერთ დღეს,არაბი აბოც კი ქრისტეს რჯულზე მოექცა და დღეს,ეს ჩვენი საქართველო ისე დასუსტდა,მხოლოდ ქალების ზურგით სატარებელი შეიქმნა და მიკვირს, კიდევ რამდენი შეგვძლებია!!! – წერს შოთა სიხარულიძე
გაიხსნა ავეჯის სახლი “ბელმონტე” თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თურქული ავეჯი გვეწვიეთ მისამართზე ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 41თ თუ გსურთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი