emigrantebi.ge-o, exclusivetv.ge-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასულ შაბათს, 9 ოქტომბერს, რამდენიმე შეიარაღებული თავდამსხმელი ნეაპოლთან ახლოს კაზავატორეში მდებარე პიცერია „Un posto al sole“-ში შეიჭრა.

წარმოდგენილ ვიდეო სათვალთვალო კამერებში ჩანს, თუ როგორ თავისუფლად მოქმედებენ ბოროტმოქმედები, მიუხედავად ბავშვების სიმრავლისა.

მათ იარაღი რამდენჯერმე არასრულწლოვანებისკენაც მიმართეს და გარდა პიცერიის ნავაჭრისა, კლიენტებიც აიძულეს ფული, ძვირფასეულობა და საათები გადაეცათ.  შეიარაღებული თავდასხმის კადრებს იტალიური მედია Corriere del mezzogiorno ავრცელებს.
სტატია სრულად იხილეთ ლინკზე > exclusive TV