დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც ბარის პოლიციამ დააკავა, ბრალი ედებათ ძარცვაში, გატაცებაში, ქურდობაში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში, მოპარული ნივთების რეალიზაციასა და საჯარო მოხელის მიმართ გაწეულ წინააღმდეგობაში. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ემიგრანტთა საინფორმაციო ფლატფორმა ავრცელებს. წერს პრაიმტაიმი

კერძოდ, ეჭვმიტანილებმა, სავარაუდოდ, 2020-2021 წლებში, ბარის რაიონში განახორციელეს ქურდობის სერია, თავდასხმა სატვირთო მანქანებსა და ბანკომატებზე. ორი მოხუცის ძარცვის მცდელობა, 4 მძიმე ქურდობა, ორი თავდასხმა ბანკომატებზე საკრედიტო დაწესებულებაში, ფოსტასა და ცეცხლის გახსნა 5 ავტომობილზე.

სამძებრო და საგამოძიებო სამუშაოების შედეგად დაკავებულია 11 პირი, ხოლო შინაპატიმრობაში 8 ადამიანი იმყოფება.

სააგენტოს ინფორმაციით, მძარცველები, ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ნაძარცვთან ერთად სელფებს იღებდნენ.

იტალიური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, დაკავებულთა ვინაობა და ეროვნება მითითებული არ არის.