იტალიაში ყოფილმა მღვდელმა ტოსკანის სოფელ პონტასერჩიოდან, ყოფილ ეპისკოპოსს შემოწირულების ფული გამოსძალა და ის წვეულებებზე, სექსმუშაკებსა და ბრილიანტებზე დახარჯა. ყოფილი სასულიერო პირი ციხეში მოხვდა, სადაც მას 7.5 წლის გატარება მოუწევს, ამის შესახებ BBC News წერს.

ვატიკანმა ლუკა მორინი თანამდებობიდან მასთან დაკავშირებული სკანდალების გამო გაათავისუფლა. იტალიის პროვინციის მასა-კარარას ყოფილმა ეპისკოპოსმა, ჯოვანი სანტუჩიმ მორინი შანტაჟსა და გამოძალვაში დაადანაშაულა: ყოფილმა მღვდელმა, სავარაუდოდ, სანტუჩის ფულის სესხება და 200 ათას ევროდ სახლის ყიდვა მოსთხოვა.

ტაძრის მრევლმა ლუკა მორინის “დონ ევრო” შეარქვა, რადგან ის მათგან ეკლესიის საჭიროებისთვის მსხვილი თანხების შეწირვას მოითხოვდა. უფრო მეტიც, მღვდელი ყველა შესაძლებლობას იყენებდა და არაერთხელ მოაწყო ფულის შეგროვება აღსარებების დროს. მორინი ამ ფულს გართობაში ხარჯავდა: იხდიდა სექსმუშაკების მომსახურებისთვის, იყიდა ბრილიანტები, ისვენებდა და სტუმრობდა სვინგერ-კლუბებს.

ერთ-ერთმა სექსმუშაკმა, რომელიც ყოფილ მღვდელს მომსახურებას უწევდა, ის დაადანაშაულა იმაში, რომ თავი სხვა პიროვნებად მოჰქონდა.

ოთხშაბათს, 2 თებერვალს, სასამართლომ მორინს შვიდ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ოთხი სექსმუშაკისთვის 14 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდაც დააკისრა. პროკურორები რვაწლინახევრით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ, მაგრამ ყოფილი მღვდლის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და სასჯელი შეუმცირდა.იტალიაში ყოფილმა მღვდელმა ტოსკანის სოფელ პონტასერჩიოდან, ყოფილ ეპისკოპოსს შემოწირულების ფული გამოსძალა და ის