საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 16:13 საათზე, სოფელ სამებასთან 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. ასევე, რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტრომომარაგება.