საქართველოს საელჩო უკრაინაში განცხადებას ავრცელებს და ქართველებს მიმართავს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში, 12:00 საათიდან, იწყება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, 6 მარტის 10:00 საათიდან 21:00 საათამდე გამოცხადებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

საევაკუაციო მწვანე დერეფნისთვის განსაზღვრულია შემდეგი მარშრუტი: მარიუპოლი – პორტოვსკოე – მანგუში – რესპუბლიკა (ნიკოლსკის გვერდის ავლით)- როზოვკა – ბილმაკი – პოლოგი – ორეხოვი-ზაპოროჟიე.

მუნიციპალური ავტობუსებით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება 3 ლოკაციიდან:
1. СК Ильичевец пр.Нахимова 53
2. Драматический Театр (Театральная Площадь 1)
3. Кальмиусская районная администрация пр. Металлургов 193

იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილდებით საკუთარი ავტომობილით, გთხოვთ: იმოძრაოთ ჰუმანიტარულ კოლონასთან ერთად და არ გადაუხვიოთ მითითებულ მარშრუტს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here