კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელების პრევენციის მოზნით, საფრანგეთში საშობაოდ ღამის კლუბები 4 კვირით დაიხურება და სოციალური დისტანციის წესები გამკაცრდება. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
მოქალაქეებმა პირბადის ტარების წესების დაცვაც უნდა გააძლიერონ.
ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებით, “ლოქდაუნის” ან ე.წ. კომენდანტის საათის გამოცხადების საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს.
კასტექსმა აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანაში პანდემიის მეხუთე ტალღაა, თუმცა 52 მილიონი ადამიანი ვაქცინირებულია და არსებული მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე გასული ტალღების დროს. შესაბამისად, შობის წინ მკაცრი ზომების მიღების საჭიროება არ არის.
ამასთან, აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, საფრანგეთში, იორდანიაში, პორტუგალიასა და ტანზანიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.