რომის პაპი ფრანცისკემ, დეკემბერში, შესაძლოა, სამოციქულო საყდარზე უარი თქვას. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Libero ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, გადადგომის მიზეზი, სავარაუდოდ, რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამ წლის დეკემბერში პონტიფიკოსს 85 წელი შეუსრულდება. ამ ასაკშივე იყო რომის პაპი ბენედიქტ XVI, როდესაც გადადგა.
ცნობისთვის, 14 ივლისს რომის პაპმა ფრანცისკემ საავადმყოფო დატოვა. გემელის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ის მსხვილი ნაწლავის “სიმპტომატური დივერტიკული სტენოზის” სამკურნალოდ იმყოფებოდა. ოპერაცია 10-კაციანმა ბრიგადამ ჩაატარა.