იტალიის ხელისუფლება COVID-19-ის ვაქცინაციის სერტიფიკატებს იმ ადამიანებზეც გასცემს, ვისაც ვაქცინაცია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებული ვაქცინით არ ჩასტარებიათ. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

გამოცემის ცნობით, სერტიფიცირების მისაღებად, ამ პირებს mRNA ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინის (BioNTech/Pfizer ან Moderna) დამატებითი (გამაძლიერებელი) დოზის მიღება მოუწევთ.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანსას განცხადებით,  გამაძლიერებელი ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს პირველადი ვაქცინაციის კურსის დასრულებიდან არა უადრეს 28 დღისა და არა უგვიანეს 6 თვისა.

1 ივლისიდან ციფრული COVID სერთიფიკატები  ევროკავშირის 27 ქვეყანაში მოქმედებს.