იტალიაში პირბადის ტარების ვალდებულება დახურულ საჯარო სივრცეები, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან, აღდგომის შემდეგ მოიხსნება. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პიერპაოლო სილერიმ განაცხადა. ღია სივრცეში პირბადე იტალიაში 11 თებერვლის შემდეგ აღარ არის სავალდებულო.

მართალია, პანდემია ჯერ არ დასრულებულა და  ექსპერტები და ევროპის წამლის სააგენტო /EMA მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესება ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობას ქმნის. იტალიაში მეხუთე კვირაა აშკარაა Covid-19-ით დაავადების შემთხვევების რაოდენობის შემცირების შეუქცევადი ტენდენცია, აგრეთვე, მცირდება ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა, რაც საშუალებას იძლევა, ქვეყანა თანდათან დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რეჟიმს.

მიმდინარე წლის 31 მარტს იტალიაში პანდემიის გამო 2020 წლის გაზაფხულზე დაწესებული და რამდენჯერმე გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ვადა იწურება. სტატია სრულად იხილეთ აქ 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here