იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტობისთვის არჩევნებში მონაწილეობას აღარ გეგმავს, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
„დღეს იტალიას ერთიანობა სჭირდება. სხვა გზებით გავაგრძელებ ჩემი ქვეყნისთვის მსახურს“, – აღნიშნა მან.
ბოლო დროს, პრესა აქტიურად განიხილავდა, რომ ბერლუსკონის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, სერჯო მატარელას შეცვლა სურდა და 24 იანვარს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი იქნებოდა.
იტალიის მომდევნო პრეზიდენტობას ამჟამინდელ პრემიერს, მარიო დრაგის უწინასწარმეტყველებენ, თუმცა, ჯერ კიდევ არაა ცნობილი, დაუჭერს თუ არა მხარს მის კანდიდატურას პარტიების ფართო სპექტრი, რომელიც დრაგის კოალიციის მხარდამჭერია.
ბერლუსკონის თქმით, სურს, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი დრაგი 2023 წლამდე, ვადის ამოწურვამდე, მინისტრთა კაბინეტის სათავეში იყოს.