„კურიერმა” ხარკოვში მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ჩაწერა. ის ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს და ჰყვება, რომ მოსახლეობა შეშინებულია და ყველა გზით ცდილობენ ქალაქი დატოვონ.

„ხარკოვში ამჟამად ძალიან დაძაბული სიტუაციაა, იბომბება ხარკოვი. გვეგონა მოლაპარაკება შედგებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არ შემდგარა არაფერი მოლაპარაკება. გვეშინია და მოლოდინი გვაქვს, რომ უფრო ცუდი ამბები დატრიალდება. ვცდილობთ ქალაქი დავტოვოთ.

მაღაზიები დაცარიელებულია, პროდუქტები აღარ არის. ყველგან მოროდიორები არიან, იძარცვება ქალაქი და ძალიან ცუდ დღეში ვართ,”- აცხადებს ხარკოვში მყოფი საქართველოს მოქალაქე ირინა ჩოლოევა.