სოციალურ ქსელში ჯგუფ “ქართველები იტალიაში” მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იგი მიმართავს იმ მოქალაქეებს რომლებიც პოლონეთის გავლით აპირებენ იტალიაში შესვლას. საკითხზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე emigrantebi.ge -ი უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს

მოკლედ ესეთი ამბავია.ვინც პოლონეთის გავლით აპირებთ იტალიაში თვითმფრინავით მგზავრობას არცერთ ვარიანტში არ იყიდოთ საქართველოში იტალიის ბილეთი!! იყიდეთ მხოლოდ პოლონეთის და რომ გაივლით სასაზღვრო შემოწმებას შემდეგ იყიდეთ იტალიაში გასამგზავრებელი.

დღეს 30.01.2022 უკან გააბრუნეს პოლონეთიდან კერძოდ ვარშავიდან სამწუხაროდ ათობით ქართველი. სისტემამ ანახა მესაზღვრეებს რომ ბილეთი პოლონეთის გავლით იტალიის მიმართულებით შეძენილი ქონდათ. გააუქმდათ პოლონური მოწვევები და გადაიყვანეს ტრანზიტულ ზონაში. რის შემდეგაც პირველივე თვითმფრინავით გაამგზავრებენ სამწუხაროდ.