დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ორშაბათს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პანდემიის მართვა. მისი განცხადებით საქართველო, სავარაუდოდ, ევროპული ქვეყნების მართვის ფორმას აირჩევს, რაც კოვიდპასპორტების შემოღებასა და მოქალაქეებისთვის რამდენიმე შემოთავაზებული ვარიანტიდან არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას გულისხმობს.
პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოზე მიიღება.
“ორშაბათს სააკორდინაციო საბჭოს შემდეგ გამოცხადდება გარკვეული ზომები, რომლითაც იმ გზას გავივლით, რაც გაიარა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ. ეს იქნება მწვანე პასპორტების გარკვეული ამოქმედება, ე.წ. კოვიდ პასპორტების სისტემა. მოგეხსენებათ, იქ არ არის მხოლოდ აცრა. იქ არის არჩევანის საშუალება, შედის როგორც კოვიდის გადატანა, ასევე ორჯერადი აცრა და პისიარი” ან სწრაფი ტესტირება. უბრალოდ, ვადა ექნება განსხვავებული, სამ დღიანი “PCR” ტესტირება და ერთ დღიანი სწრაფი ტესტირება. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც გამოიყენა ევროპის ყველა ქვეყანამ”,- განაცხადა პაატა იმნაძემ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.