გავრცელებული ინფორმაციით, Covid-19-ის საწინააღმდეგო “Novavax” ვაქცინა 7 მარტს დაინერგება იტალიაში, კერძოდ ლაციოს რეგიონის აფთიაქებში.
ამის შესახებ Federfarma Roma-ს პრეზიდენტმა ანდრეა ჩიკონეტიმ განაცხადა.
„მომართვიანობა აქტიურია, რომისა და ლაციოს აფთიაქები კვლავ დგანან COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა პლანზე“, – თქვა მან.
დღეისათვის რეგიონის აფთიაქებისთვის კვირაში დაახლოებით 2000 დოზის ვაქცინის მიწოდება იგეგმება. ყოველი კერძო აფთიაქი კვირაში 10 დოზას უტარებს ვაქცინას.
ნებისმიერს შეუძლია მიმართოს რომელიც 18 წელზე უფროსი ასაკისაა და ჯერ არ მიუღია COVID-ის საწინააღმდეგოდ ვაქცინაცია.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რეკომენდაცია გაუწია Novavax-ის ვაქცინის გამოყენებას გასული წლის ბოლოს.