პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმიანება, – „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.
ლევან იოსელიანის განცხადებით, ოპოზიცია თუ საინტერესო შეთავაზებას გააკეთებს, მოქალაქეების მხარდაჭერას მოიპოვებს.
-„არ ვიცი, მოლდოვის მოდელი რაში მდგომარეობს, მაგრამ მინდა, ჩვენი ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ, აქ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. ოპოზიცია საინტერესო შეთავაზებას თუ გააკეთებს, ქვეყანაში საკმარისი რესურსი არსებობს, რათა მოქალაქეების მხარდაჭერა მოიპოვოს. პრობლემა ის არის, რომ ასეთი შეთავაზების დეფიციატია ყველა მიმართულებით და განუწყვეტლივ არის საუბარი მხოლოდ ერთი პოლიტიკოსისა და ერთი პარტიის გარშემო“, –აღნიშნა ლევან იოსელიანმა.