იტალიაში საქართველოს საკონსულო სამსახური აგრძელებს საკონსულო ოლქის შემოვლას და გეგმავს გასვლითი საკონსულო მომსახურების ორგანიზებას ქ. მილანში. გასვლითი მომსახურება მნიშვნელოვანია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებენ საკონსულო მომსახურებისთვის ქ.რომში ჩამოსვლას. – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2022 წლის, 27 თებერვალს საკონსულო გეგმავს ეწვიოს ქ. მილანს, სადაც ყველა მსურველისგან, ადგილზე ჩაიბარებს საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს; ასევე, ადგილზე გაუწევს მოქალაქეებს კონსულტაციას საკონსულო და სხვა სამართლებრივ საკითხებზე.

მოქალაქეთა საკონსულო მიღება იწარმოებს კვირას, 27 თებერვალს, 10:00 – 15:00 სთ-ის შუალედში.
მისამართი: Via Zebedia 2, 20123 Milano MI;

საკონსულო მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ტელ: +39 350 1483112
ელ.ფოსტა: cons.rome@mfa.gov.ge;

გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ შესაძლოა ბევრს არ ჰქონდეს წვდომა facebook-თან და საელჩოს ვებ-გვერდთან, გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს ახლობლებს, მეგობრებსა და ნაცნობებს შორის.

საკონსულო მოქმედებებისა და ტარიფების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:

არასრულწლოვანის პასპორტის გაცემა: http://italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2394&lang=1

სრულწლოვანის პასპორტის გაცემა: http://italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2395&lang=1

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა: http://italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2598&lang=1

NULLA OSTA-ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ: http://italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2396&lang=1

სხვადასხვა ცნობები: http://italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2397&lang=1

დოკუმენტის თარგმნა და დამოწმება: http://italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2398&lang=1