იტალიაში, მეორე დღეა ქართველ გოგონას სალი ტეტუნაშვილს ეძებენ. ახალგაზრდა 22 იანვარს, საღამოს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სალი იტალიაში, ქალაქ ნაპოლიში სამუშაოდ იმყოფება და გაუჩინარებამდე ერთ-ერთ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. იტალიაში ცხოვრობენ და მუშაობენ მისი დედა, მამიდები და ბიცოლაც.
ემიგრანტების ჯგუფში “ჩვენ ქართველები იტალიაში“ დავით ცარციძე წერს:
“დაიკარგა სალო ტეტუნაშვილი. თუ ვინმემ იცით რაიმე, გთხოვთ, შეგვატყობინოთ. სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა…“
როგორც იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები აცხადებენ, ქართველ ემიგრანტს პოლიცია უკვე ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სახლიდან საშინაო ფორმაში ჩაცმული გავიდა, რაც ახლობლების ვარაუდით იმას ნიშნავს, რომ შორს გამგზავრებას არ აპირებდა.