იტალიის ქალაქ ლეჩეში ლაგოდეხიდან წასული ემიგრანტი გარდაიცვალა. ადგილობრივი ქართველების თქმით, 40 წლის თემურ მოსაშვილი ქალაქის საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 20 ივნისს დაიკარგა. თითქმის ორკვირიანი ძებნის შემდეგ კი საავადმყოფოში მიაგნეს.
როგორც ცნობილია, მამაკაცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა.