იტალიაში 750 000-ზე მეტმა ადამიანმა ევთანაზიის ლეგალიზაციის მოთხოვნით პეტიციას მოაწერა ხელი. ინფორმაციას The Local ავრცელებს.
რეფერენდუმის გამართვისთვის 500 000 ადამიანის ხელმოწერა იყო საჭირო.
ამრიგად, უკვე მომდევნო წელს, ქვეყანაში, შესაძლოა, ჩატარდეს რეფერენდუმი კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მოქმედი კანონის თანახმად, ყველას, ვინც სხვა ადამიანს თვითმკვლელობაში ეხმარება, 5-დან 12 წლამდე აღკვეთა ემუქრება.
რეფერენდუმის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ თუ კანონმდებლობაში ცვლილებები შევა, ეს წაადგენა “ავადმყოფებს, რომლებსაც თავიანთი ტანჯვის დასასრულებლად დახმარება სჭირდებათ”.
შეტანილი იქნება ცვლილება, ის დაეხმარება “ავადმყოფებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ თავიანთი ტანჯვის დასასრულებლად”.